Viber
Arrow
WhatsApp
Arrow
Book a scrolled Visit
Arrow
Direct Call
Arrow
Click to open
Arrow
Close
Arrow
Menu
Arrow
Choose an apartment
Choose an apartment
Select the project
Photo
Select rooms
35 m2
Space
135 m2
$
28,000
107,000
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.

ფიგურები – „არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სახლი“

Photo

ფიგურები ჰოლდინგ „იბერკომპანის” მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომელიც პირველი პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგა თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სივრცის ეფექტური გამოყენება, პრაქტიკული გადაწყვეტები და საზიარო რესურსების შექმნაა.

ყოველდღიური ცხოვრება ფიგურებში

ბრენდი შექმნილია ისეთი ხალხისთვის, ვინც პროდუქტში, პირველ რიგში, ფუნქციურობას აფასებს; პრაქტიკული და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება სურს, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან შენაძენს ეხება, როგორიც საცხოვრებელი სახლია.

ბაზარზე არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი პატარა ზომის ბინებია, სადაც შეიძლება ყველანაირი საჭიროების დატევა და დაორგანიზება კომფორტულად ვერ ხერხდება. ამის პასუხად, ფიგურების კომპლექსში წარმოდგენილი იქნება გონივრული გადაწყვეტები და ისეთი რესურსები, რომელზე წვდომაც მთელ სამეზობლოს უსასყიდლოდ ექნება, მაგალითად, საზიარო მულტიფუნქციური სივრცე პერსონალური ღონისძიებებისათვის, იქნება ეს მეგობრული შეკრებები, კინოჩვენებები, ცეკვის თუ იოგას გაკვეთილები თუ სხვა. ფიგურებში გათვალისწინებული იქნება საერთო სამუშაო სივრცეც, სხვა საზიარო შეთავაზებები მოიცავს, მაგალითად, იშვიათი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ნაკრებს და ა.შ. ეს სია მუდმივად მზარდი და განახლებადია და ფოკუსირებულია მოსახლეების ყოველდღიურობის გამარტივებაზე

იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ესთეტიკაც, სივრცეების დაგეგმარებაც და შეთავაზებებიც ფუნქციურობითაა ნაკარნახევი, გამოიკვეთა რომ, ბრენდის იდეოლოგია ძალიან მიუახლოვდა არქიტექტურისა და ხელოვნების პოპულარული გერმანული მიმართულების – „Bauhaus“-ის პრინციპებს, ეს კი ბრენდის ვიზუალური იდენტობის ინსპირაციად იქცა, ამ სტილისთვის დამახასიათებელი მკვეთრი გეომეტრიული ფიგურებიდან კი სახელის იდეა წარმოიშვა.

ფიგურები აქცენტს ენერგოეფექტურ, ხარისხიან მასალებზე აკეთებს. მობინადრეებისათვის კომფორტის შესაქმნელად კომპლექსში მოეწყობა სამდონიანი პარკინგი, საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და შიდა ეზო.

არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სახლი და მხოლოდ ის, რაც მართლა გჭირდება” — ეს არის ბრენდის გზავნილი.

ჩვენი მიზანია, ბინის მაძიებლებს შევთავაზოთ მოხერხებული და ხელშესახები გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უპასუხებს მათ ამჟამინდელ პრაქტიკულ საჭიროებებს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.

ფიგურები ჯიქიაზე დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია. ბინები 32 კვ.მ-დან იწყება და პროექტში ყველა შეძლებს სასურველი ზომისა თუ სპეციფიკაციის ბინის პოვნას.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სამი საპარკინგე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ერთიანი სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. მშენებლობას ჩვენ თავად ვახორციელებთ, რაც ხარისხის კონტროლის კარგ საშუალებას იძლევა. მომავალში თბილისის სხვა უბნებშიც ვგეგმავთ პროექტების აშენებას.

Back