Viber
Arrow
WhatsApp
Arrow
Book a scrolled Visit
Arrow
Direct Call
Arrow
Click to open
Arrow
Close
Arrow
Menu
Arrow
აირჩიე ბინა
აირჩიე ბინა
აირჩიე პროექტი
Photo
აირჩიე ოთახის რაოდენობა
35 m2
Space
135 m2
$
28,000
107,000
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.

4 რამ, რაც ბინის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო

Image

4 რამ, რაც ბინის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო

ბინის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი სასიხარულო, თუმცა ამავდროულად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. საოცნებო ბინაზე ალბათ ყველას გვიფიქრია და ძირითადი კრიტერიუმებიც ჩამოყალიბებული გვაქვს, თუმცა მომავალი საცხოვრებლის შეძენის პროცესი ხშირად იმაზე მეტ დაკვირვებას მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 ამ ბლოგში იმ 4 მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ახალი ბინის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

 1.    მდებარეობა

 ახალი ბინის შერჩევისას, პირველ რიგში, საცხოვრებელი კომპლექსის ადგილმდებარეობას უნდა დავაკვირდეთ და ის გარემო შევისწავლოთ, სადაც დიდი დროის გატარება მოგვიწევს. ეს კი დამოკიდებულია როგორც ზოგად პრიორიტეტებზე, მაგალითად, სამსახურთან სიახლოვეზე, ასევე, სამომავლო ფაქტორებზეც. სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი და სხვა დაწესებულებები ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე პრიორიტეტული ხდება, ამიტომ სასურველია, მომავალი ბინა ამ ყველაფერთან ახლოს მდებარეობდეს.

 გამომდინარე იქიდან, რომ დრო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, ბინის არჩევისას ყოველდღიური რუტინაც უნდა გავითვალისწინოთ. ქსელური მარკეტებში მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის ყოველდღიურად გვიწევს, ამიტომ ბინის მდებარეობა ამ ორ აუცილებელ ფაქტორსაც უნდა ითვალისწინებდეს.

 2.    ბინის პროექტი

 ის, თუ როგორ არის დაპროექტებული ბინა, სამომავლოდ ჩვენი ცხოვრების წესსაც აუცილებლად განსაზღვრავს. ეს კი დამოკიდებულია ოთახების განლაგებაზე, სივრცეების ზომებსა და მათ ათვისებაზე. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ბინა საკმაოდ დიდი ზომის, ნათელი და კომფორტული ჩანდეს, თუმცა სივრცის დიდი ნაწილი უფუნქციოდ იყოს დატოვებული. ან რეალურად პატარა ზომის ბინაში მაქსიმალურად ათვისებული სივრცე დიდ კომფორტს ქმნიდეს, ეს ყველაფერი კი სწორედ დაპროექტებაზეა დამოკიდებული.

 ასე რომ, ბინის პროექტს პრიორიტეტები შენი რუტინის შესაბამისად უნდა მიანიჭო. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინო მარტო აპირებ ცხოვრებას თუ არა, რა დროის გატარება მოგიწევს სახლში და ყოველდღიურობაში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი.

 3.    გამწვანება და პარკინგი

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და ზოგადად, ცხოვრებაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ პრიორიტეტების სიაში დაბინძურებული გარემოსგან თავის მაქსიმალურად არიდებაც უნდა შეიტანო განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინის ყიდვას დიდ ქალაქში აპირებ. სასურველია, ბინა გამწვანებულ ტერიტორიასთან მდებარეობდეს ან საკუთარი დიდი ეზო ჰქონდეს, სადაც გასეირნებას და განტვირთვას სასურველ დროს ყოველთვის შეძლებ.

 რადგან სტაბილური საპარკინგე სივრცის არსებობა დიდ ქალაქებში ხშირად პრობლემურია, ბინის ყიდვისას ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინო, რათა სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნას. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტში, მომავალ ბინას თავისი საპარკინგო სივრცეც უნდა ჰქონდეს.

 4.    შენი საჭიროებები და შესაძლებლობები

 ახალ ბინაში გადასვლა ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ საჭიროა, შერჩევის პროცესში მაქსიმალურად პრაგმატულები ვიყოთ. მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ბინა შენს საჭიროებებს მოარგო, რაც ბინის ძიების დროსაც და საჭირო ფინანსებსაც დაგიზოგავს. მაგალითად, თუ შენს ოჯახს დიდი სამზარეულო არ სჭირდება ან საერთოდაც მარტო აპირებ ცხოვრებას, შენზე მაქსიმალურად მორგებული ბინის შეძენა უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე ისეთი ბინის არჩევა, რომელიც შენთვის ამ მომენტში არაპრაქტიკულია.

 გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია შენი ფინანსური შესაძლებლობები. ალბათ, დაახლოებით უკვე იცი, რამდენის გადახდას შეძლებ ან როგორია შენი საკრედიტო შესაძლებლობები, შესაბამისად, ახალი ბინაც სწორედ ამ ფარგლებში უნდა ეძებო.

 რატომ ფიგურების საცხოვრებელი კომპლექსი ?

ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, „ფიგურები“ ჯიქიაზე ახლოსაა როგორც სკოლებთან, ქსელურ მარკეტებთან, აფთიაქებთან თუ ფიტნეს დარბაზთან, ასევე მეტროსთან და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. რაც შეეხება ეკოლოგიურ გარემოს, საცხოვრებელ კომპლექსთან ჯიქიას პარკი მდებარეობს. ამასთანავე, „ფიგურები“ ჯიქიაზე 3-დონიან საპარკინგე სივრცეს და 2000 კვ.მ გამწვანებულ ეზოს მოიცავს, რომელშიც ბავშვთა უსაფრთხო გასართობი ზონები, დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანიც დაგხვდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი გათვლილია პრაგმატულ ადამიანებზე, მთავარი მნიშვნელობა ფუნქციურობას ენიჭება. ეს კი გულისხმობს როგორც პირადი საცხოვრებლის, ასევე საზიარო სივრცეების მომხმარებლის საჭიროებებთან მორგებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კომპლექსში გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური მასალები, ბიოიზოლაცია და ხმოიზოლაცია. კომპლექსი ასევე მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომლის გამოყენებას ყველა მცხოვრებელს უსასყიდლოდ შეეძლება. ამ სივრცეში შეგიძლია დაბადების დღე გადაიხადო ან სხვა ღონისძიება დაგეგმო. გარდა ამისა, ცალკე იქნება გამოყოფილი საერთო სამუშაო სივრცე, საიდანაც ნებისმიერ დროს შეძლებ მუშაობას.

სწორედ ასეთია „ფიგურები“ ჯიქიაზე - სახლი, რომელიც მართლა გჭირდება და თავიდანვე რეალურ მოლოდინებს გიქმნის.

უკან