თანამედროვე ლიფტების მუშაობის პრინციპი და ინოვაციები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
27.04.2025

კომპანია ფიგურები, ICE-თან თანამშრომლობით, ჯიქიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას საერთაშორისო ბრენდის – OTIS-ის ინოვაციური ლიფტების მოდელებს ამონტაჟებს. პროექტში გამოყენებული იქნება GEN2 მოდელი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ლიფტის მონტაჟი, მათ შორის ორი სახანძრო და ორი სამგზავრო ლიფტი, რომელთა მოძრაობის სიჩქარე 2 მ/წმ-ია.
GEN2-ის მთავარი ტექნოლოგიური უპირატესობა სხვა ბაზარზე არსებულ ბრენდებთან შედარებით არის ღვედური სისტემის გამოყენება, რაც ამცირებს ძრავის ცვეთას და ლიფტის ექსპლუატაციის ვადას 3-ჯერ ზრდის — შესაბამისად, ის შეადგენს 20-25 წელს.