_პროექტის შესახებ
„ფიგურები ვარკეთილი“ ახალი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვ. კუპრაძის 10ა-ში შენდება. პროექტში სამი ბლოკია წარმოდგენილი, საწყის ეტაპზე მიმდინარეობს მე-III ბლოკის მშენებლობა, რომელიც 22 სართულისგან შედგება.
„ფიგურები ვარკეთილის“ მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა და უფასო საზიარო სივრცეები შენს ყოველდღიურ საჭიროებებსა და სურვილებს სრულყოფილად პასუხობს.
ლობი
221.56 მ²
სრული ნაკვეთი
17 000 მ²
პარკინგი
470 ადგილი
სართული
22
_გარემო
ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ცოცხალი ინფრასტრუქტურა და მარტივად მისადგომი ლოკაცია
ბინები.
პროექტში ყველა იპოვის სასურველი ზომის ბინას, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. ყველაზე პატარა ბინა 32 კვ.მ-ია, ხოლო ყველაზე დიდი — 120 კვ.მ. მათ შორის: სტუდიო, ერთ, ორ და სამსაძინებლიანი ბინები. ბინების დაგეგმარება თითოეული კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ფუნქციურობას უზრუნველყოფს, ფანჯრებიდან კი ქალაქის სასიამოვნო პანორამა იშლება.
_კონცეფცია
ჩვენ ვქმნით უბანს თანამედროვე ადამიანებისათვის, რომლებიც აფასებენ სიმარტივეს, პრაქტიკულობასა და ხარისხს. ჩვენ გთავაზობთ ცხოვრების სტილს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, პრაქტიკულობასა და მდგრადობაზე.
პროექტში მრავალი ტიპის ბინას ნახავთ და თითოეული მათგანის დაგეგმარებისას ამოსავალი წერტილი სივრცის ოპტიმალური გამოყენება იყო.
_არქიტექტურა
ფიგურები ვარკეთილი ბაუჰაუსის არქიტექტურული მიმდინარეობის ინსპირაციით არის შექმნილი. ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი სიმარტივე, ეფექტურობა და მკვეთრი გეომეტრიული ფიგურები პროექტის ყველა დეტალში ჩანს — ექსტერიერიდან დაწყებული, ბინის სპეციფიკაციებით დასრულებული. ბაუჰაუსის იდეოლოგია რესურსების გონივრულ ათვისებასაც გვკარნახობს, რაც გეგმარების გარდა, ბრენდის შეთავაზებებშიც ავსახეთ, რისი მაგალითიც არის ადგილობრივი საზიარო რესურსები.









